დამატების მიმოხილვები არის საშუალება დამატების შესახებ თქვენი მოსაზრების სხვებისთვის გაზიარებისთვის. ჩვენი შემსწორებელთა გუნდი იტოვებს უფლებას უარყოს ან წაშალოს ნებისმიერი მიმოხილვა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს წესდებას.
რჩევები სრულყოფილი მიმოხილვის გასაკეთებლად
სასურველია:
- დაწეროთ ისე, თითქოს თქვენს მეგობარს უამბობთ თქვენი გამოცდილების შესახებ დამატებით სარგებლობასთან დაკავშირებით.
- თქვენი მიმოხილვები იყოს მოკლე, მკაფიო და მარტივად გასაგები.
- საჭირო და დამხმარე მონაცემების მითითება. მაგალითად:
- გაამართლა დამატებამ თქვენი მოლოდინი?
- რომელი შესაძლებლობები მოგეწონათ და რომელი არა?
- იყო სასარგებლო და გამოსადეგი?
- იყო ადვილად გამოსაყენებელი?
- მომავალშიც განაგრძობთ მის გამოყენებას?
- გადაავლოთ თვალი თქვენს მიმოხილვას წარდგენამდე მცდარბეჭდილი შეცდომების შესამცირებლად.
არაა სასურველი:
- ერთსიტყვიანი მიმოხილვის გაგზავნა, როგორიცაა „მშვენიერია!“, „საოცარია“ ან „ცუდია“.
- ტექნიკური ხარვეზების აღნიშვნა, მხარდაჭერის შესახებ მოთხოვნები და ახალი შესაძლებლობების შესახებ შეთავაზებების გაკეთება. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატების მხარდასაჭერი ბმულები არსებობის შემთხვევაში. მათი პოვნა დამატების მთავარი გვერდის მარცხნივ არსებულ სვეტში შეიძლება.
- იმ დამატებებზე მიმოხილვის გაკეთება, რომლებიც თავად არ გამოგიყენებიათ.
- უპატივცემლო, უხამსი მიმართვა ან სიძულვილის ენის გამოყენება.
- HTML კოდების, ბმულების, სკრიპტების დართვა. მიმოხილვები უნდა შედგებოდეს მხოლოდ ტექსტისგან.
- მცდარი მოსაზრებების წარმოდგენა, დამატების ავტორების დამცირება, ან მათთვის პირადი შეურაცხყოფის მიყენება.
- თქვენი საკუთარი ან სხვისი ელფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის, ან სხვა პირადი მონაცემების მითითება.
- მიმოხილვებში საკუთარი თავის ან დაწესებულების წარდგენა.
- კრიტიკა დამატების იმ მხარეებისა, რომლებიც იმთავითვე განსაზღვრული იყო. მაგალითად, უარყოფითი მიმოხილვის დატოვება დამატებაში რეკლამების ჩვენების ან ინფორმაციის შეგროვების შესახებ, მაშინ როცა ეს ყველაფერი დამატების დანიშნულებას წარმოადგენს ან მისი მუშაობისთვისაა აუცილებელი.
ხშირად დასმული კითხვები მიმოხილვის გაკეთების შესახებ
როგორ გავგზავნო მოხსენება არასასურველი მიმოხილვის შესახებ?
ნებისმიერი სადავო მიმოხილვის შესახებ მოხსენების გამოსაგზავნად, გთხოვთ დააწკაპოთ ღილაკზე „მოხსენება ამ მიმოხილვაზე“, რის შედეგადაც გადაეგზავნება საიტის წარმომადგენლობას ჩასასწორებლად. ჩვენი შემსწორებელთა გუნდი, მიმოხილვის სახელმძღვანელოს მიხედვით გადაწყვეტს, წაიშალოს თუ არა მოცემული მიმოხილვა ან დაბრუნდეს თუ არა საიტზე.
მე ვარ დამატების ავტორი, შემიძლია მიმოხილვაზე გამოხმაურება?
დიახ, დამატების შემქმნელს თითოეულ მიმოხილვაზე პასუხის გაცემა შეუძლია ერთხელ. დამატებითი განხილვისთვის კი შეგიძლიათ თემა გახსნათ ჩვენს ფორუმზე.
მე ვარ დამატების ავტორი, შემიძლია თუ არა, არასასურველი მიმოხილვების ან შეფასებების წაშლა?
საზოგადოდ, არა. მიუხედავად ამისა, თუ მიმოხილვა ეწინააღმდეგება ჩვენი მიმოხილვის სახელმძღვანელო წესებით, შეგიძლიათ დაწკაპოთ ბმულზე „მიმოხილვის გასაჩივრება“ და გაუგზავნოთ ზედამხედველთა გუნდს. თუ მოხსენება შეიცავს უკმაყოფილებას იმ საკითხზე, რომელიც უკვე გამოსწორებულია ახალ ვერსიაში, ჩვენ შეიძლება წავშალოთ ასეთი მიმოხილვა.