Addons.mozilla.org (AMO), არის Mozilla-ს ოფიციალური საიტი, Firefox ბრაუზერისთვის დამატებების მოსაძიებლად და დასაყენებლად. დამატებები დაგეხმარებათ ბრაუზერის შეცვლასა და გარდაქმნაში, Firefox-ისთვის ახალი შესაძლებლობების შემატებით, ვებშიგთავსთან მუშაობის გაუმჯობესებით და იერსახის ცვლილებებით.
თუ ეძებთ Thunderbird-ისა და SeaMonkey-ის დამატებებს, გთხოვთ ეწვიოთ addons.thunderbird.net ან addons.thunderbird.net/seamonkey.
შემქმნელების ერთობა
აქ გამოქვეყნებული დამატებები შექმნილია ათასობით შემმუშავებლისა და თემის მხატვრების მიერ, მთელი მსოფლიოდან, დაწყებული ცალკეული მოხალისეებით, დამთავრებული დიდი დაწესებულებებით. ზოგიერთი დამატება AMO-საიტზე ავტომატურად ქვეყნდება და შეიძლება ექვემდებარებოდეს მიმომხილველთა გუნდის მიერ შემოწმებას.
შემოგვიერთდით
Mozilla არის არამომგებიანი მებრძოლი ერთობა, ინტერნეტის სადარაჯოზე, ჩვენ ვქმნით Firefox-ს მისი სიჯანსაღის, გახსნილობისა და ხელმისაწვდომობის შესანარჩუნებლად. დამატებები უზრუნველყოფენ მომხმარებლების თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას, Firefox-ის საკუთარ საჭიროებებზე მორგების კუთხით, ამაში კი თქვენც შეგიძლიათ წვლილის შეტანა:
- შექმენით საკუთარი დამატება. ჩვენ გთავაზობთ უფასო ადგილს განსათავსებლად და მომსახურებებს, მარტივად განახლებისთვის, რაც დაგეხმარებათ თქვენი ნამუშევრის, ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებაში.
- მოგვეხმარეთ ამ საიტის გაუმჯობესებაში. ღია წყაროს მქონეა, ასე რომ, თავისუფლად მონახეთ ხარვეზები და შემოგვთავაზეთ მათი გადაწყვეტის გზები. დაწყება, შეგიძლიათ პირველი მოხსენებით ან უკვე წამოჭრილ საკითხებს გაეცანით, AMO საიტის სერვერისა და კლიენტის მხარეს არსებული ხარვეზების შესახებ, Github-ზე.
- გსურთ, ჩაერთოთ addons.mozilla.org (AMO) საიტის დაპროგრამებაში? გაეცანით დამატებების სერვერების მასალებს დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, AMO-სა და დამატებების მმართველში გამოიყენებული API-ების შესახებ.
თუ გსურთ წვლილის შეტანა, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი ტექნიკური ცოდნა, არის სხვა გზებიც დასახმარებლად:
- მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს ფორუმში.
- დატოვეთ გამოხმაურება თქვენს რჩეულ დამატებებზე. დამატების ავტორები უფრო მეტად მონდომებულად შეეცდებიან გააუმჯობესონ და დახვეწონ თავიანთი ნამუშევრები, როცა ეცოდინებათ, რომ ხალხი სათანადოდ დაუფასებს მათ შრომას.
- მოუყევით თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომ Firefox არის სწრაფი, უსაფრთხო ბრაუზერი, რომელიც დაიცავს მათ პირადულობას, ხოლო დამატებების საშუალებით შეეძლებათ მისი საკუთარი გემოვნებით და სურვილისამებრ მოწყობა!
სხვადასხვა გზების მოსაძიებლად, დამატებების ერთობაში წვლილის შეტანის შესახებ, ეწვიეთ ჩვენი ვიკის გვერდს.
ხარვეზის მოხსენება
თუ საიტის ხარვეზს წააწყდით, აუცილებლად გამოვასწორებთ. გთხოვთ, წამოიწყოთ განხილვა და დაურთოთ რაც შეიძლება ვრცელი აღწერა.
თუ გსურთ მოგვახსენოთ გაფართოების უსაფრთხოების სისუსტის შესახებ, თუნდაც ამ საიტის მიღმა არსებულის, გთხოვთ წამოიწყოთ განხილვა Bugzilla-ში ან მოგვწეროთ ელფოსტაზე amo-admins@mozilla.com. უსაფრთხოების ყველა მოხსენება არის ფარული.
მხარდაჭერის მიღება
ვრცლად Firefox-ში დამატებების მართვის შესახებ, ან Firefox-თან დაკავშირებით, ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ Mozilla მხარდაჭერის გვერდს. თუ მანდ პასუხს ვერ იპოვით, შეგიძლიათ კითხვა დასვათ ჩვენს ფორუმზე.
Mozilla-ს დამატებებთან მომუშავე გუნდთან დასაკავშირებლად, გადადით ამ ბმულზე.