იყავით დაცული ინტერნეტში

ინტერნეტი მშვენიერი, მაგრამ ამავე დროს სახიფათო ადგილია. თქვენი პირადი მონაცემები შეიძლება უნებართვოდ გამოიყენონ, დაუკითხავად აღრიცხონ ყველა თქვენი მოქმედება და მოიპარონ თქვენი პაროლები. საბედნიეროდ, გაფართოებებს შეუძლია დაიფაროს თქვენი პირადი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ საფრთხეებისგან.

შექმენით და მართეთ ძლიერი პაროლები

პაროლების მმართველები დაგეხმარებათ შექმნათ დაცული პაროლები, შეინახოთ (უსაფრთხოდ) ერთ ადგილას და მიიღოთ მარტივი წვდომა ანგარიშის მონაცემებზე, სადაც არ უნდა იყოთ.

აღმოაჩინეთ პაროლის მართვის სხვა შესანიშნავი საშუალებებიც.

შეზღუდეთ მომაბეზრებელი რეკლამები

დღეს, ვებშიგთავსის დიდი ნაწილი სავსეა არასასურველი რეკლამებით, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გებლანდებათ და ხელს გიშლით სწრაფ მუშაობაში. რეკლამის შესაზღუდ გაფართოებებს, შეუძლია გამოარჩიოს და მოაცილოს რეკლამები, რის შედეგადაც შეგეძლებათ გვერდების თავისუფლად დათვალიერება.

იხილეთ რეკლამების შეზღუდვის სხვა შესანიშნავი საშუალებებიც.

არ მისცეთ ინტერნეტმეთვალყურეებს თქვენი თვალთვალის საშუალება

ინტერნეტრეკლამების განმთავსებლებს შეუძლიათ თვალი ადევნონ თქვენს მოქმედებებს ერთი ვებგვერდიდან მეორეზე გადასვლისას, რაც მათ აძლევს თქვენსა და თქვენი მისწრაფებების შესახებ მონაცემების აღრიცხვის საშუალებას. გაფართოებებს კი შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი ციფრული კვალის შენიღბვაში.

იხილეთ სხვა სასურველი გაფართოებები პირადულობისა და უსაფთხოებისთვის.